ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაღუპულთა რიცხვმა 9-ს მიაღწია. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე ასობით შემთხვევა ფიქსირდება.
„დაავადება გადადის სასუნთქი გზების საშუალებით. არსებობს ვირუსული მუტაციის შანსი და დაავადება შესაძლოა გავრცელდეს”, – აცხადებენ პეკინში.
ჩინეთის ხელისუფლებამ და შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.
აშშ-ში უკვე დაფიქსირდა და დადასტურდააღნიშნული ვირუსით გარდაცვალების ერთი ფაქტი.
შეგახსენებთ, ჯერჯერობით დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა. ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.