“სახალხო დამცველის ციხეში შესვლის მთავარი მიზანი პატიმრების მხრიდან ინფორმაციის მიღებაა შესაძლო პრობლემებზე ციხის ადმინისტრაციის და\ან “მაყურებლების” მხრიდან. როდესაც იუსტიციის მინისტრი ამ ვიზიტების ვიდეო-ჩანაწერებს აჩვენებს, ეს პირდაპირი გზავნილია პატიმრების მიმართ, რომ ხმა არ ამოიღონ, რადგან ყველაფერი იწერება და “პასუხი მოეთხოვებათ” ადმინისტრაციის და\ან მაყურებლების მხრიდან…”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
როგორც წულუკიანმგა განაცხდა, პენიტენციალურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი, დახეული ჯინსებით არ უნდა შევიდეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, წულუკიანმა სკანდალური ვიდეოკადრებიც გაასაჯაროა.