“ზოგს ეცინება ამაზე, რომ წამების ადგილას ბოსტანი რამ გაგაშენებინაო. დიახ ჩვენ გავაშენეთ ბოსტანი და ამ ბოსტანში მუშაობენ უვადო პატიმრები, რომლებიც თქვენ, მაინცდამაინც არ გადარდებენ, ჩემი ვალია, ვიზრუნო. ამაზე კარგი იქნებოდა სახალხო დამცველს ჩემთან ერთად ემუშავა, მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი რამ არ ჩანს“
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
მინისტრმა ამ განცხადებით სახალხო დამცველს უპასუხა, რომელმაც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.