“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, თეა წულუკიანის დღევანდელ გამოსვ;ასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით საბჭოთა კავშირი ბრუნდება საქართველოში სწორედ ისეთი ადამინებით, როგორიც თეა წულუკინია.
“ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება. ვარდიკო ნადიბაიძეც კი არ იყო ასეთი.
ასე ბრუნდება საბჭოთა კავშირი ჩვენს სახლებში, ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ქვეყანაში. და დროზე თუ არ მოვუღებთ ბოლოს ბიძინა ივანიშვილს – მთავარ საბჭოთა სიმბოლოს და საბჭოთა კავშირის მთავარ დამნერგავს რეგიონის ოდესღაც ყველაზე ლაღ და თავისუფალ ქვეყანაში, სამუდამოდ და შეუქცევადად წავალთ მოუსავლეთში.
ps ერთპიროვნული, ხუთსახოვანი თუ ათასთვალიანი, გაუთავებლად იდაოს ყველამ (მასშტაბური ფიგურებიც იმისია, რომ მათზე იდაონ. აბა სწორხაზოვნად კარგი და ცუდი ისტორიამ არ იცის). თუმცა, არ მგონია საომარი მოქმედების გამოცხადებად ღირდეს გინდა ერთი, გინდა მეორე პოზიცია, ცოტა უხერხულიც კია თავისუფალი ხალხისთვის. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, მარტო სააკაშვილის დროს იყო ეს ქვეყანა დასავლეთი და გაბუს მრავალწახნაგოვანი შინაგანი სამყაროს და თავისუფლების, ნიკას განათლების და შრომისმოყვარეობის უპატრონოდ რეალიზაციის, ნოდარს თავისი ნიჭის და კარიერის სხვისი ხელშეწყობის გარეშე თავბრუდამხვევად განვითარების და მრავალი სხვა ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევა, პირველ რიგში, ზუსტად ამ მიშას და ასევე მისი გუნდის დამსახურებაა” – წერს “მთავარი” არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებაა წარადგინა.