„აუცილებელია წახალისება იმის, რასაც მინისტრის ხელმძღვანელობით თანამედროვე პენიტენციური სისტემა სთავაზობს პატიმრებს. თუნდაც იმის თქმა, რომ სისტემის მიმართ არის შენიშვნა, სწორია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ადამიანების მიმართ მესიჯები უნდა გვქონდეს გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული, კეთილგანწყობილი, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც სასჯელს იხდის. ისინი სულ სხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. შედარებებს აღარ დავიწყებ, რა იყო და რა გვაქვს. გვაქვს ის, რასაც ცივილური სამყაროს პენიტენციური სისტემა ჰქვია. პენიტენციური სისტემა სამართავად ურთულესია, მაგრამ სახალხო დამცველის ანგარიშის კითხვისას რჩება წარმოდგენა, რომ არანაირი სირთულე არ არსებობს”
გიორგი ვოლსკი – პარლამენტის ვიცე სპიკერი
ვოლსკიმ აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.