ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მინისტრის გასარჩევი არაა, სახალხო დამცველი რას როდის აკეთებს“ – ლომჯარია წულუკიანს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სიტყვის გამოსვლისას თეა წულიკიანს მიმართა, რომ მინისტრის გასარჩევი არ არის, ომბუდსმენი  რას და როდის აკეთებს.

აღნიშნული განცახდებით ლომჯარია იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი “პატიმრებთან არ დადის”.

როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, სახალხო დამცველმა უკეთესად იცის, როდის უნდა შევიდეს საპატიმროებში.

„სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის არ შევა, ეს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაა. მე მივესალმები იმას, რომ ასეთი მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის მინიმუმ 10 – წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20 – წლიანი და ჩვენ უფრო კარგად ვიცით, თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი მიზნები, ახსნა, თუ სურვილი გექნებათ, შეგვიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია. ნებისმიერ შემთვხევაში ეს მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ან მისი გასარჩევი, სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები,“- განაცხადა ლომჯარიამ.

“2018 წელს საპატიმროში ქალბატონი ნინო ბრძანდებოდა სულ 4ჯერ. თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი რომელიც უკვე მესამე წელია ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის” – ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოხსენებას.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმინეს.

იტვირთბა....