ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის” – თეა წულუკიანი

2018 წელს საპატიმროში ქალბატონი ნინო ბრძანდებოდა სულ 4ჯერ – ასე ეხმაურება თეა წულუკიანი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოხსენებას.

“ქალბატონ ნინო ამ სამსახურს არ ქვია პენიტენციალური, ამ სამსახურს ქვია პენიტენციური დაწესებულება. გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადახედოთ როცა ასეთი ოფიციალური, მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ.

თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი რომელიც უკვე მესამე წელია ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს საპატიმროში ქალბატონი ნინო ბრძანდებოდა სულ 4ჯერ, მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, რომლის სახელიც და გვარიც ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინხულა ნომერ 7 დაწესებულა გახსნამდე რომელიც იყო ცარიელი და პატიმრები არ უნახავს. შემდეგ, 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია ნომერ მეცხრე დაწესებულოებას, სადაც მოინახულა ბატონი გიორგი მამალაძე, ოქტომბერში კი გლდანის დაწესებულბაში მოინახულა მირზა სუბელიანი. 2019 წელს ქალბატონ ნინოს ჩვენთან მობრძენბის და პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის ნული. 2020 წელს გამომდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან, რომელიც გამოიწვია ქალბატონი პრეზიდენტის გადაწვეტილებამ, შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე” – ასე უპასუხა სახალხო დამცველის ანგარიშს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია  პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

იტვირთბა....