ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ტერორისტ ხალიფა ჰაფთართან ერთად, საერთო მაგიდასთან არ დავჯდები” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით, ბერლინში გამართული შეხვედრიდან დაბრუნებისას განაცხადა, რომ ფაიეზ ალ-სარაჯის მთავრობასთან მუშაობის სანაცვლოდ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გენერალ ხალიფა ჰაფთართან მოსკოვის ძალისხმევის გააქტიურება შესთავაზა.

მისი თქმით, პოლიტიკური ხედვების თანახმად, ხალიფა ჰაფთართან ერთად, საერთო მაგიდასთან არ დაჯდება. ერდოღანმა ჰაფთარს ტერორისტი უწოდა და განაცხადა, რომ საერთო მაგიდასთან მას დაჯდომის უფლებას არ მისცემს.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს, თუ რა სახის თამაშები მიმდინარეობს ლიბიაში ტერორიზმთან ბრძოლის ნიღბის ქვეშ.

„მივიღეთ 55-პუნქტიანი დეკლარაცია. გაერო-ს ზედამხედველობით არის საგზაო რუკა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, რომლისკენაც ჩვენ მხარეებს ბატონ პუტინთან ერთად მოვუწოდეთ, პოლიტიკური პროცესის შესაძლებლობა გაიხსნება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

იტვირთბა....