ახალი ამბები მთავარი სამართალი

იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

იტალიური პოლიცია

იტალიაში საქართველოს მოქალაქის, 36 წლის ვახო ჯოხაძის გარდაცვალების ფაქტზე გორიციის პროვინციის  პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

იტალიური მედიის ცნობით ვახო ჯოხაძე დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა. ის გორიციის პროვინციის ერთ-ერთი სადეპორტაციო ცენტრიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კიქართველი მამაკაცი დაიღუპა.

იტალიური მედიის ცნობით,  14 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ისინი გააშველეს, კონფლიქტში მონაწილეები, საბოლოოდ, დააკავეს. მათ შორის იყო ვახო ჯოხაძეც.

ცენტრში ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. .

სადეპორტაციო ცენტრში მყოფი მიგრანტები და უფლებადამცველი აქტივისტები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქალაქეს ცენტრის დაცვის წევრებმა სცემეს და ის სწორედ მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

 

 

 

იტვირთბა....