aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ცემით მოკლეს, გთხოვთ გაავრცელეთ ეს…” – ემიგრანტები იტალიაში დაღუპულ ქართველზე წერენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ამბავი სიტყვები არ მყოფნის. ეს რამხელა ტრაგედია დატრიალდა არ ვიცი, საიდან დავიწყო და რა გითხრათ, გთხოვთ გაავრცელეთ ეს ამბავი რომ მოგვაქციონ ყურადღება! ჩვენც ადამიანები ვართ… “შოთო სიხარულიძე ქარველი ემიგრანტები” – ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ სოციალურ ქსელში “ემიგრანტების” მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფში.

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი 36 წლის ვახო ჯოხაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა, ემიგრანტები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ის მოკლეს.

“მოკლეს ქართველი იტალიაში გორიციას სადეპორტოში. 3 თვე სადეპორტოში იყო ვახო, იხვეწებოდა მე ვიყიდი ბილეთს და წავალო, გასკდა გული გასკდა, გათიშეს ისეთი რაღაც დაალევინეს, ცუდათ ვარო იძახდა მთელი დღე. საელჩო დაგვიდგა გვერდით რაც შეეძლო. ინფორმაციას გვაწოდებდა…” -წერენ სოციალურ ქსელში.

RaiNews-ის ინფორმაციით, 14 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ისინი გააშველეს, კონფლიქტში მონაწილეები, საბოლოოდ, დააკავეს. მათ შორის იყო ვახო ჯოხაძეც.

ციხეში ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა და დაიღუპა.

ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.

“მეტრონომი” ამ დრომდე ცდილობს დაუკავშირდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თავდაპირველად მათ დაგვპირდნენ, რომ მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა ტელეფონს პრესსამსახურში არავინ იღებს. მათთან დაკავშირების შემთხვევაში, ჩვენ ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას.

იტვირთბა....