საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8770 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 2.8781 ლარი იყო.
0.0110 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.1892 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2002 ლარი იყო.