“წუხელ ფრენდები წუხდნენ ჩემს ფიდში, სააკაშვილის გვერდიდან გამოგვაძევესო, დაგვბლოკესო. ჰოდა, შევიჭყიტე გვერდზე და გაბუნიას მგმობელ სტატუსს ჩავუყევი.რაც ვნახე იმან გამაოცამეთქი, ვერ გეტყვით. ახალი არაფერი მინახავს. უბრალოდ გადავიწყებული მქონდა. როცა ივანიშვილი ქვეყანას თავზე იმხობს მაგრად მეგოიმება და არაადეკვატურად მეჩვენება ისევ “იმ ცხრა წელზე“ მოთქმა გოდება, მითუმეტეს, როცა “იმ ცხრა წლისთვის“ პასუხი უკვე გაცემული და მოთხოვნილია. დღეს ამოცანა ამ ქვეყნის გადარჩენაა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ამ ჯადო კაცისგან გათავისუფლება. ოღონდ, ძვირფასო მიშა, ამასობაში ცოტა ადეკვატურობა შენ და შენს სექტასაც არ გაწყენდათ, ღმერთმანი”
ნინო ჯანგირაშვილი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, კვირას გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემაში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულ მმართველად დაბრუნება გამორიცხულია. მის ამ კომენტარს თავად სააკაშვილიც გამოეხმაურა და გაბუნიას მიმართა, რომ თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ იძლევა უფლებას ქართველ ხალხს მოახვიოს საკუთარი აზრი.