საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „პოსტფაქტუმში“ გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება. მის პოსტში აშკარად ჩანს, რომ ის გაბუნიას მიერ გამთქმული აზრით, გაღიზიანებულია. მისი თქმით, თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ იძლევა უფლებას ქართველ ხალხს მოახვიოს საკუთარი აზრი.
“ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე. თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს. Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში-ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ-ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions stupid! და ისე გილოცავთ ნათლისღებას!”
ცნობისთვის, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტფაქტუმში“ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა:
„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ აღარ მისცემს“. – განაცხადა გაბუნიამ.