მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც განათლებისა და კულტურის სამინისტროები გაიყოფა, უკვე ხელმძღვანელი პირების შესაძლო კანდიდატურები დასახელდა.
კულტურის სფეროს ხელმძღვანელად დღეს სამი გვარი ჯიგურირებს: ბადრი მაისურაძე, ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.