მთავარი ციტატა

“ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას”, – ზაალ უდუმაშვილი

„ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომლებიც იყვნენ ორგანიზატორები ამ შეხვედრების. მათგან ველოდებით სწორედ მომდევნო შეხვედრის გამართვის თარიღს. რა თქმა უნდა, მივალთ ამ შეხვედრაზე, მაგრამ, რომ გითხრათ, რაიმე იმედი გვაქვს ამ შეხვედრიდან, ნაკლებად, რადგან ჩვენ ვნახეთ ბოლოს, რა წინადადებით მოვიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სრულიად მიუღებელი წინადადებით. განსხვავებით იმ წინადადებისგან, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და რომელიც იყო გამოსავალი შექმნილი ჩიხური და კრიზისული ვითარებიდან. თუმცა არ გაითვალისწინეს. თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“

ზაალ უდუმაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

“პირველი არხი”

იტვირთბა....