ჩეხეთის ქალაქ ვეიპრტიში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შეგახსენებთ, არსებული ცნობით, ხანძარი თავშესაფარში გამთენიისას გაჩნდა, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.