ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ვეიპრტიში მოხუცთა თავშესაფარს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი გარდაიცვალა.
ხანძრის დროს დაშავდა კიდევ რვა პირი, მათგან კი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ცნობით, ხანძარი თავშესაფარში გამთენიისას გაჩნდა, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.