მთავარი ციტატა

“პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მიმართ სანქციების რეჟიმზეა საუბარი”

“პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მიმართ სანქციების რეჟიმზეა საუბარი. როგორც წერილშია მითითებული, ასევე პირველად არის საუბარი იმაზე, რომ, როდესაც აშშ გამოყოფს ფინანსურ დახმარებას ქვეყნისთვის, ამავე დროს, ფაქტობრივად, საუბარობს იმ პრობლემებზე, რომლებიც წინაღობას ქმნის იმისთვის, რომ ეს დახმარება იქნას ეფექტიანად გამოყენებული. ბიძინა ივანიშვილი, თუ ასე გააგრძელებს, აღმოჩნდება ძალიან სერიოზული სანქციების სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”

სალომე სამადაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,  გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს.

კონგრესმენი შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....