ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანი ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთებს უკრაინას გადასცემს

ირანის ხელისუფლება თანხმობას აცხადებს ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთები უკრაინას გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ირანული ახალი ამბების სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

“იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში შავი ყუთებიდან ინფორმაციას ვერ მოიპოვებენ, შავი ყუთები საფრანგეთში გაიგზავნება” – აცხადებს, ირანის სამოქალაქო ავიაციაში უბედური შემთხვევების გამოძიების დირექტორი, ჰასან რეზაიფარმი. მისივე თქმით, ირანი შავი ყუთების ინფორმაციას არ ნახავს.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა.

ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.

იტვირთბა....