საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა და გამოცდა 140 გამოსაცდელიდან გამოცდა 20-მა მონაწილემ ჩააბარა.
როგორც საბჭო აცხადებს, 14-მა გამოსაცდელმა გადალახა 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში, ხოლო ექვსმა სისხლის სამართლში.
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევით პასუხიან – მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის, დავალებას მოიცავდა. ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა უზრუნველყო. ტესტური გამოცდის პასუხი გამოსაცდელმა გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო“, – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციაში.
25 იანვარს გამოცდის მეორე ეტაპი წერილობით ჩატარდება.