ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზში, თეატრში სპექტაკლის სანახავად მისულ მაკრონს საპროტესტო აქცია მოუწყვეს

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და მის ოჯახის წევრებს, პარიზში ერთ-ერთ თეატრში სპეკტაკლის ყურების დროს საპროტესტო აქცია მოუწყვეს.

თეატრის შესასვლელთან შეკრებილი იყო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი ნაწილი თეატრში შეჭრას ცდილობდა. ისინი ძირითადად საპენსიო რეფორმას აპროტესტებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონმა სპექტაკლს ბოლომდე უყურა და დასრულების შემდეგ დატოვა დარბაზი. თეატრის შესასვლელთან დიდი რაოდენობის სამართალდამცველები იყვნენ შეკრებილი.

იტვირთბა....