საფრანგეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, აფეთქება მოხდა.
ფრანგული მედიის ცნობით, ქალაქ ლიმოჟის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო, რის შედეგადაც მთელი შენობა ჩამოინგრა და ახლომდებარე შენობებიც დაზიანდა, აფეთქების შემდეგ კი ცეცხლი გაჩნდა.
აფეთქებისას დაშავებულებზე ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. წინასწარი ვარაუდით, აფეთქების დროს ორი ადამიანი დაშავდა.
ასევე უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზი, მაგრამ, ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.