ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინა და საქართველო რუსეთს შავ და აზოვის ზღვებში ნავიგაციის შეფერხებაში ადანაშაულებენ

უკრაინა და საქართველო რუსეთს შავ და აზოვის ზღვებში ნავიგაციის შეფერხებაში ადანაშაულებენ. ამ ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, კიევსა და თბილისში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაცია შავ და აზოვის ზღვებში სამაშველო ოპერაციების ჩატარებას ხელს უშლის. საქართველომ და უკრაინამ შესაბამისი საჩივრით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას მიმართეს.

დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს განცხადებაში ასეე აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინის საჩივარს მხარს ევროკავშირი და აშშ-ც უჭერენ.

 

იტვირთბა....