ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხელვაჩაურში ახალშობილის მკვლელობისთვის ბრალდებული დედა მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

ხელვაჩაურში 2018 წლის თებერვალში, ახალშობილის მკვლელობისთვის დაკავებული დედა სასამართლომ ბრალდებულად სცნო. თუმცა, მოსამართლემ ქალი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

20 წლის გოგომ, რომელმაც სახლში იმშობიარა, შემდეგ კი სასამართლო ახალშობილის კისრის ორგანოებზე დაწოლით განზრახ მკვლელობას ედავებოდა, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით გამოსაცდელ ვადად ჩაეთვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ აქვეყნებს.

“გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში.

განაჩენში ასევე ნათქვამია, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ სასჯელი განისაზღვრა იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშალუს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში.

იტვირთბა....