უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ალექსეი გონჩარუკის გადადგომის განცხადება, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ზელენსკიმ ალექსეი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა, რომლის ამსახველი ვიდეო კადრები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთ შანს მისცემს.
“ახლა არ არის იმის დრო, რომ სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადადგომის შესახებ დღეს გავრცელდა. მანამდე კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.