ახალი ამბები საზოგადოება

“გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები” – თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჩიჩილაკები გადაყრის ნაცვლად ზოოპარკში მიიტანონ.

“სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ. მოკლედ, სადაც ამ ნაძვის ხეს დაამაგრეს ვარსკვლავი, ჩიჩილაკებსაც საინტერესო ფუნქციას მოუძებნიან.

თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები,”- წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია.

https://www.facebook.com/TbilisiZoo/photos/a.189127464574/10158324785384575/?type=3&theater

იტვირთბა....