თბილისში, ხვალ 10:00-დან 17:00-მდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
მიზეზად კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
შეზღუდვა შეეხება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, წულუკიძის, ზემო ვეძისის, ონიაშვილის, ალასანიას, ვაზისუბნის, ლვოვის, ბუდაპეშტის, ყუშიტაშვილის და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.