aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილის ხელისუფლება ინტელექტისგან და პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილია” – ბერძენიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„დღეს ხელისუფლებას კატასტროფული მდგომარეობა აქვს“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში კრიზისია, ივანიშვილის ხელისუფლება ინტელექტისგან და პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილია.

„ღიმილის მომგვრელია დაბრუნებების სერია. ბატონი ჩხენკელი დაბრუნდა ისტორიული ფრაზით, როცა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. მგონი, უნდოდა ეთქვა, სარაჯიშვილი, ან რომელიმე ძმა ზუბალაშვილი იმიტომ, რომ ექვთიმე სხვა რამითაა ცნობილი და არა ქველმოქმედებით. არ წარმოადგენდა ჩხენკელის დაბრუნება ცუნამს, ჩხენკელი კი არა, ოთხი წლით ღრმა თადარიგში მყოფი ღარიბაშვილიც დაბრუნდა. ქუცნაშვილის საკითხი კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია, შოთაძის საკითხიც ამ ტიპისაა. ასე რომ, საკადრო კარუსელი უკვე ამოიწურა და ერთი და იგივე წრეზე არიან. „ქართუში“ მეტი არავინ მუშაობდა. ვიღაცები დაბრუნდნენ, ვიღაცები დაბრუნების რიგშია – ეს ნიშნავს, რომ საკადრო რესურსი ამოეწურა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი ჟონგლიორობს, მაგრამ დაუჟანგდა მას ეს საჟონგლიორო ნივთები, კვალიფიკაციის სრული დეფიციტია ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში კრიზისია, ივანიშვილის ხელისუფლება ინტელექტისგან და პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილია“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....