ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შევიგრძენით ქართველების სტუმართმოყვარეობა” – აშშ-ს ახალი ელჩი

აშშ-ს ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცის დადების დროს, ხაზი გაუსვა ქართველების სტუმართმოყვარეობას და განსაკუთრებული მადლობა შერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს და მის მეუღლეს გადაუხადა.

“განსაკუთრებით, მინდა, მივესალმო ელჩ დავით ბაქრაძეს, საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. გასულ ორშაბათს დავითმა და მისმა მეუღლე ანამ მე და დაგს არაჩვეულებრივ საღამოზე გვიმასპინძლეს. ახლა უკვე შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან. და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს. დიდი მადლობა, დავით.

შესანიშნავია ყველა თქვენგანის ხილვა. ჩემს კარიერაში ამ ეტაპამდე მოსვლისთვის აქ მყოფმა ყველა ადამიანმა წვლილი შეიტანა. მე ნამდვილად ვალში ვარ თქვენთან, იმისათვის, რაც მასწავლეთ და როგორც მიჭერდით მხარს წლების განმავლობაში – ჩემი ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და მისაბაძი ადამიანები. ძალიან შესაფერისია ამ ნაბიჯის თქვენს გარემოცვაში გადადგმა.” – განაცხადა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....