ახალი ამბები მსოფლიო საზოგადოება

“ჩვენ ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით” – უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას დაღუპული გოგონას მამა

უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას დაღუპული გოგონას მამა, კანადელი ჰამედ ესმაილონი ვიდეოს აზიარებს, რომელშიც გოგონა ფორტეპიანოზე უკრავს და ემოციურ წერილს აქვეყნებს.

ავიაკატასტროფის დროს, მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი, მეუღლე, პარიზა ეღბალიანი და 9 წლის შვილი, რეერა ესმაილონი დაკარგა.

“მე მიწევდა, მისთვის დამეძალებინა, რომ ყოველდღე დაეკრა ფორტეპიანოზე. ვეუნებოდი: რეერა, უნდა დაუკრა 30 წუთის განმავლობაში და მპასუხობდა: არა მამა, მხოლოდ 25 წუთი. რეერამ იცოდა, რომ 9 წლის ასაკში მხოლოდ 25 წუთი უნდა ევარჯიშა. ძალიან მიჭირს მათი გახსენება. მიწევდა ხოლმე რეერას სკოლაში დარეკვა, როცა აცდენდა, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა, დავრეკე და ვუთხარი მათ, რომ ჩემი გოგონა სკოლაში აღარასდროს მივიდოდა. პარიზა უმშვენიერესი ქალი იყო. ჩვენ ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით. უსამართლობაა, რაც მოხდა. ვიცი მათ უკან ვეღარ დავაბრუნებ. ჩემი ცოლ-შვილი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი სურვილებით, ოცნებებით და იმედებით…რეერა საოცარი იყო… საუკეთესო ადამიანი. ძალიან ნიჭიერი გოგონა, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა, უკრავდა და ამ პატარა ასაკში უკვე სამ ენაზე: ინგლისურად, ფრანგულად და სპარსულად საუბრობდა”, – იხსენებს რეერას მამა.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა.

ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.

იტვირთბა....