მთავარი ციტატა

“ბასიშვილის პარლამენტში შემოყვანა, ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც მელიას გაშვება”

“ბადრი ბასიშვილის პარლამენტში შემოყვანა, ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც განაჩენის შემთხვევაში ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება. ასეთ ფორმალურ საკითხებზე პოლიტიკური სპეკულაციები არ ღირს, რადგან ყველამ იცის, რომ ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ვინ მოხვდება და ვინ არა. ეს გადაწყვეტა ჯერ პარტიამ, შემდეგ ამომრჩეველმა, როდესაც მათ მხარი დაუჭირა. კი ბატონო, ყავდეთ თავისი ოდიოზური ბასიშვილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ფორმალურ ვალდებულებებს ვასრულებთ”

მამუკა მდინარაძე – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ განცხადება მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ნიკა მელიამ 2019 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის მანდატი დაკარგა , მისი ადგილი ვაკანტური იყო. ხოლო დღეს მელია საკანონმდებლო ორგანოში ბასიშვილმა ჩაანაცვლა. 

იტვირთბა....