საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილი დანიშნა.
ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობას 75 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.
„რაც შეეხება საკითხის გადადებას, პარლამენტის რეგლამენტი, პირდაპირ, იმპერატიულად ითხოვს, რომ დეპუტატის როგორც უფლებამოსილების ცნობის, ასევე მისი შეწყვეტის საკითხის განხილვა და კენჭისყრა აუცილებლად უნდა მოხდეს სესიის დაწყებისთანავე. სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია, ვიდრე ეს არ იქნება განხილული. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უპასუხისმგებლობის ზენიტია ის, რომ პარტიული სიით წარმოდგენილი კანდიდატის განხილვაზეც კი არ შემოდის, რომ ხმა მისცენ. მათი მიზანია, მოახდინონ პარლამენტის დისკრედიტაცია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ შევასრულოთ ვალდებულებები, რომლებიც არის გათვალისწინებული კანონმდებლობით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახასენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.
ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.