ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ ვაპირებ მოვასვენო “ოცნება”, ისეთივე აქტიური და ენთუზიაზმით აღსავსე ვიქნები” – მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია დეპუტატის მანდატის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ღია ეთერში აკეთებს და აცხადებს, რომ რომ ბიძინა ივანიშვილს ტყუილად აქვს იმის ილუზია, რომ ამ გზით გააჩერებს.

“არ ვაპირებ მოვასვენო “ქართული ოცნება” ისეთივე აქტიური და ენთუზიაზმით აღსავსე ვიქნები როგორიც ვიყავი”-  განაცხადა მელიამ.

მელია მიიჩნევს, რომ 7 წლის წინ დაწყებული გამოძიება, რომლითაც უმრავლესობის დეპუტატები ხელმძღვანელობენ არის პოლიტიკური ხასიათის.

“არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. 20 ივნისის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა მისი ზრახვების სისრულეში მოყვანა ვერ გათვალა, ვერ დამაპატიმრა, რადგან ხელი ჩემმა დეპუტატობამ და იმუნიტეტმა შეუშალა ხელი და ახლა უსაფუძვლო, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საქმით, რომელიც 7 წლის წინ აღიძრა. 36 ადამნიანს გაუკეთეს ე.წ. განრიდება, ყველას მიმართ შეწყდა სისხლისამართლებრივი დევნა წლების წინ და მხოლოდდამხოლოდ მე, თაროზე მტვერდადებული საქმის სახით გამასამართლეს. ახლა, როცა გაუჭუირდა ბიძინა ივანიშვილს, გამამტყუნებელი მძიმე განაჩენის გამოტანაც კი შეუძლებელი იყო ამ სასამართლოს პირობებშიც კი და უბრალოდ წარმოუდგენელი ჯარიმა დამაკისრეს. და ამის საფუძველზე დღეს დეპუტატის უფლება-მოისილება შემიწყვიტეს.

ეს ან ჩემთვის ან “ქართუყლი ოცნებისთვის” რას ცვლის. არ ვაპირებ მოვასვენო “ქართული ოცნება” ისეთივე აქტიური და ენთუზიაზმით აღსავსე ვიქნები როგორიც ვიყავი. “ოცნება ” ყველაფერთან ერთად დღეს კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა. დეპუტატებს არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ ჩემთვის უფლება-მოსილება ჩამოერთვათ. მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალური სახითაც კი არ უჭირავთ ხელთ, არ დაელოდნენ არცერთ შემდგომ სასამართლო ინსტანციას. ამათ ძალიან ეჩქარებათ, რადგან დღეს არის უკანასკნელი სასესიო სხდომა.

ჩემი სადებუტატო მანდატის შეწყვეტა მნიშვვნელოვანი არ არის. საგანგაშო ის არის რომ ივანიშვილმა ეს ქვეყანა უფსკრულისკენ წაიყვანა და ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეების დამტკიცებაც ამის ნიშანია.

მე სამთავრობი პრივილეგიებისთვის ნამდვილად არ ვიბრძვი. ჩვენ გაერთიანებულები ვართ, ეროვნული სულისკვრეთებით გაჟღენთილი, ივანიშვილს კი მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს.

ივანიშვილს ბევრი რამ უნდა, არაფერია გამორიცხული. სადაც უგულავასთან დაკავშირებით საარაკო თავხედობა იკადრეს, მიუქსიეს ზონდერები ძიუდოისტები და მერე ადამიანს აქით წაუყენეს ბრალი. ასეთი თავხედი ოლიგაქრი რედესაც გყავს, ბუნებრივია არაფერი უნდა განოვრიცხო. დიახ, ივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემაა ყოველი დამატებითი პატიმარი და თუ მე და ჩემი მეგობრები ამ თვალსაზრისითაც შევუქმნით პრობლემებს დაე ვიყოთ პატიმრები. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ბევრად თავისუფლები არიან, ვიდრე ივანიშვილის საქართველოში”- განაცხადა ნიკა მალიამ.

იტვირთბა....