ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

‘დღეს ვინც გამოდის შოთაძის მხარდასაჭერად, ისინი იყვნენ ზუსტად მის წინააღმდეგ“ – ლევან გოგიჩაიშვილი

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის,  ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის წასვლა იყო არა მისი პერსონალური გადაწყვეტილება, არამედ უმრავლესობის მიერ მიღებული ერთიანი პოზიცია.

ამ განცხადებით ლევან გოგიჩაიშვილი გენპროკურორის თანამდედობაბზე ირაკი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაირა.

როგორც გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, დღეს ვინც შოთაძის მხარდასაჭერად გამოდიან, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ მის წინააღმდეგ თავის დროზე.

„მახსოვს, ქუთაისში, კობახიძის ოთახში უმრავლესობოს ფორმატში ვიყავით შეკრებილი დაახლოებით 30 კაცი.  ეს იყო 31 მაისი, როცა შოთაძე გადადგა. იმ დღეს უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ შოთაზე უნდა გადამდგარიყო. არა იმიტომ, რომ მან ხორავას საქმეს ვერ გაართვა თავი, არამედ მის მიმარ\თ იყო კითხვები, იყო მისიდან უპატივცემულობა პარლამენტის მიმართ, არსებობდა მისი წარსული, ის არის ადეიშვილისა და კეზერაშვილის ყოფილი ლეკვი.

დღეს ვინც გამოდის შოთაძის მხარდასაჭერად, ეს ადამიანები მაშინ იყვნენ მის წინააღმდეგ. უმრავლესობაში შოთაზეძე იყო ნეგატიური დამოკიდებულება და განსაკუთრებით იმ ხალხისგაან, ვინც დღეს მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს|,- აღნიშნავს ლევან გოგიჩაიშვილი.

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.

იტვირთბა....