ბათუმში, ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
შემთხვევა მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ჯერ-ჯერობით უცნობია სხვა დეტალები.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.