ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის ეკონომიკის მინისტრი და მისი ორი მოადგილე დააჯარიმეს

საჯარო სამსახურის ბიურომ, დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და მისი ორი მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი და აკაკი საღირაშვილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, დააჯარიმეს ხელფასის 20 პროცენტით, არანაკლებ 500 ლარით.

დეკლარაციაში, საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ნათია თურნავას ოჯახის წევრის (მეუღლის) შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებული ცდომილებაა. რაც შეეხება მის მოადგილეს, დავით თვალაბეიშვილის შემთხვევას გამოიკვეთა ცდომილება მიღებულ ანაზღაურებაში. აკაკი საღირაშვილი კი, საკუთარ ნაშთში ცდომილების გამო დააჯარიმეს. ხოლო ვახტანგ ლაშქარაძის შევსებულ დეკლარაციაში, საბანკო ანგარიშებში ოჯახის წევრის შეუსაბამობა გამოვლინდა.

ასევე დაჯარიმდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, რამდენიმე მოსამართლე და დეპუტატი.

იტვირთბა....