“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გენერალური პროკორორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კონკურსი ფორმალობა იყო და თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, ვინ გახდებოდა გენერალური პროკურორი.
“ეს კონკურსი ფორმალობა იყო და თავიდანვე გადაწყვეტილი არის, ვინ გახდება გენერალური პროკურორი. ბატონ შოთაძესთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდა ბევრი კითხვის ნიშანი, ზუსტად სარალიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაახლოებით 30-მდე საქმეა, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გავაგზავნეთ წერილი პროკურატურაში და წერილი არ მიგვიღია. ჩვენ 2020-ში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში კითხვის ნიშნები არ არსებობდეს საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე, კვლავ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინეს