ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძის დაბრუნებაზე “მეტრონომთან” კომენტარს აკეთებს

თუ შოთაძე დაბრუნდა რაღაცას გააკეთებს, ვნახოთ – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბარში, ხორავას ქუჩაზე სისიხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, შოთაძის გენპროკურორის თანამდებობაზე ხელმეორედ წარდგენას.

“კომენტარებისგან ყველანაირად ვიკავებ თავს. თუ შოთაძეს იმის კაცობა ეყო რომ ბრუნდება თანამდებობაზე, იმის კაცობაც უნდა ეყოს, რომ დაწყებული საქმე მიიყვანოს ბოლომდე. იმედი არავისი აღარ მაქვს. ფაქტია, რომ ჩემი შვილის საქმე ლიანდაგებზეა შემდგარი და სწორად მიდიან და ვნახოთ რა იქნება. თუ შოთაძე დაბრუნდა რაღაცას გააკეთებს, ვნახოთ. თუ დაბრუნდა უფრო მეტად არ შევუტევ? – განაცხადა “მეტრონომთან” საუბარში, ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე, კვლავ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინეს

იტვირთბა....