ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“NDI ატარებინებს კვლევებს, რომელიც ათეული პროცენტით ასცდა საბოლოო საარჩევნო შედეგებს” – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს აფასებს.

მისი თქმით NDI-ის კვლევების ცდომილება არა 2, 3 ან 4%, არამედ ათეულობით პროცენტია, რომელიც  ასცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს, რაც საარჩევნო შედეგებზე აისახა.

„ენდიაის“ 2016 წლის მარტის კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 15 პროცენტი, თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 49 პროცენტი, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ გამოდის რომ დღევანდელი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 60 პროცენტზე მეტს აიღებს 2020 წლის არჩევნებში, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით, შეიძლება ნამდვილადაც ასე მოხდეს. სამწუხაროდ, ჯიუტად, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ CRRC-ის ატარებინებს კვლევებს, რომელიც არა სამი და ოთხი ან ორი პროცენტია ცდომილების ფარგლები, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით ასცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს, რაც საარჩევნო შედეგებზე აისახა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს.

NDI საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია.

იტვირთბა....