ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერ აიტანა რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხართქო” – ვახტანგ რობაქიძე

ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ახალციხის სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

რობაქიძის განცხადებით, ის ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარია.

“ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში და დამაკავეს და მომისაჯეს სამ დღიანი პატიმრობა. არ ვიცი რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხართქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს,” – ამბობს რობაქიძე მთავარ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა.

საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. ვახტანგ რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ბაკურიანში დააკავეს, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა.

რობაქიძე ამჟამად “ლელოს” აქტივისტია, 2019 წელს იგი ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

იტვირთბა....