საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ – Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური, 30-ე, ანგარიში, რომელშიც 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა შეფასებული.
ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება,”რუსთავი 2″-ზეა საუბარი.
“ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქართველოს მედიასივრცე შეარყია”, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზეც საუბრობს.
„ხელისუფლებამ ბრალდებები წაუყენა კიდე ერთი დამოუკიდებელი და კრიტიკული მაუწყებლის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელს. პროკურატურა გამოთქვამს ვარაუდს, რომ წერეთელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს 2008 წელს „უკანონო შემოსავლის“ სახით მიღებული 17 მილიონი აშშ დოლარის ლეგალიზებაში დაეხმარა. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.