მთავარი ციტატა

„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა დეოკუპაციასთან დაკავშირებით”

„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ეს არის მშვიდობიანი გადაწყვეტილებები და ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ყველა იმ მიღწევის, იმ შესაძლებლობის გაზიარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს”. ესაა განათლება, სოციალური, ჯანდაცვის პროგრამები, მოგზაურობის შესაძლებლობა, ბიზნესის პროექტები თუ შესაძლებლობები. ეს არის პროგრამა, რომელიც რეალურად იქ მყოფი ადამიანებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ კომპონენტს შეიცავს”

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ქართული დროშის აღმართვის ცერემონიის შემდეგ, მედიასთან გააკეთა.

იტვირთბა....