“ძალიან გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ოკუპანტები წინასწარ აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და შესაბამის სტრუქტურებს, თუ სად აპირებენ სადემარკაციო სამუშაოების დაწყებას… წაღვლი-ჩორჩანის ტყის მონაკვეთზე ღობეების დამონტაჟება დასრულებული არ არის. მათ, სავარაუდოდ, ხელს არაფერი უშლით -ხვალ, ზეგაც იმუშავებენ და თუ რამე შემოაკლდებათ, შეიძლება ხელისუფლებას მოსთხოვონ და ხელისუფლებამ “ელიავას ბაზრობიდან” მიურბენინოს, ასეთი პირი უჩანს”
ლაშა ბერულავა – ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი
აღნიშნული განცხადება ბერულავამ “მეტრონომთან” საუბრისას გააკეთა.
მანვე დაადასტურა, რომ წაღვლი-ჩორჩანის ტყის მონაკვეთზე საოკუპაციო ღობეების დამონტაჟების პროცესი განახლდა.