ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირანის პრეზიდენტმა პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ შეიყვანა. ამიერიდან, ირანისთვის ტერორისტების რიცხვში მოიაზრება აშშ-ის თავდაცვის უწყება, მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები და ინსტიტუტებიც.

ირანის პრეზიდენტამდე კანონპროექტი ირანის კონსტიტუციის მცველთა საბჭომ დაამტკიცა, რომელიც კანონპროექტებს ქვეყნის კონსტიტუციის და ისლამური ნორმების შესაბამისად განიხილავს.

გარდა ამისა, კანონპროექტი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში მყოფი „ალ-ქუდსის“ ძალების გაძლიერებისთვის 200 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად ირანის პარლამენტმა 7 იანვარს გამოაცხადა. ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას ირანის შურისძიება მოჰყვება.

 

იტვირთბა....