aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამაჩემს ისე არ გავუზრდივარ, რომ სააკაშვილს პასუხი გავცე და მისი დედ-მამა მოვიკითხო” – წულუკიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადც ის მინისტრის მამაზე საუბრობს განაცხადა, რომ  საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი და ეშინია დაბრუნება ციხის შიშით.

„ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქამდე დიდი ხანია, იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი. ის ახლა პრაქტიკულად არის ადამიანი, რომლის განცხადებებზეც კომენტარი ხშირად რთულია. თუმცა, ერთს მაინც ვიტყოდი, რომ მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, დავუბრუნო მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა. მას ურჩევნია, მიხედოს საქმეს და იქნებ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გააუმჯობესოს. ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ის არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი და ის უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება ციხის შიშით“​, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია “მთავარში” განაცხადა, რომ წულუკიანის მამა სასამართლო სისტემიდან მისმა რეჟიმმა გააგდო, რადგან ის ადამიანებს ხვრეტდა.

იტვირთბა....