საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8980 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი ასევე 2.8986 ლარი იყო.
0.0060 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.2214 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2154 ლარი იყო.