ავღანეთში ძლიერ ყინვას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა მინუს 12 გრადუსს შეადგენს.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჰერათის პროვინციაში, სადაც ჩაინგრა საცხოვრებელი სახლის სახურავი, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა.
სინოპტიკოსები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ.