გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას ყველა ზომაზე, რომელიც ვენის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ელისეს სასახლე ავრცელებს.
ლიდერების განცხადებით, ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მიღებული ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ერთგული რჩებიან.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისინი, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, ირანთან დიალოგისთვის მზად არიან.