“ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები მშენებლობას აპროტესტებენ, ,,პარტიზანი მებაღეების” წევრებმა მშენებლობის კედლებზე საგანმანათლებლო პლაკატები გააკრეს.
ნატა ფერაძის თქმით, საგანმანათლებლო საქმიანობით, პოლიტიკური აქტივიზმითა და ყველა ხერხით ბოლომდე იბრძოლებენ.
,,ეს არის ამონაკრები, თუ რას იწვევს ჰაერის დაბინძურება და რას იწვევს დამახინჯებული კანონები. ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე მოირგო ამ ქვეყანაში მშენებლობის კანონები პანორამას მშენებლობისთვის და ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობის თვითშეგნება გაიზარდოს. ეს ცდება ამ ეზოს პროტესტს, ეს არის მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და მინდა, იყვნენ ინფორმირებულები, თუ რას ვნებს უკანონო მშენებლობები.
ვარკეთილის მოსახლეობა არის შემართებით და ყველანაირად გავუმაგრებთ მხარს, იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას, საგანმანათლებლო საქმიანობა პოლიტიკური აქტივიზმითა და ყველა ხერხით ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს შემთხვევაც დასრულდეს ისე, როგორც დასრულდა ვაკის პარკი”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.
შეგახსენებთ, ვარკეთილში, “ანას ბაღთან” მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.