“უკრაინული კომისია, რომელიც ირანში გამოძიებას აწარმოებს, მაღალი დონის პროფესიონალებისგან შედგება. მათი დამსახურებაა, რომ სიმართლე გაირკვა და არ დაიმალა. ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში დანაშაული მათ მიუძღვით. ირანის პრეზიდენტს ვესაუბრე და მოვთხოვე, რომ უსწრაფესად გაიცეს ბრძანება დაღუპული მოქალაქეების ამოსაცნობად. ასევე მოაგვარონ ყველა საჭირო დეტალი უკრაინაში გადმოსასვენებლად, შევთანხმდით კომპენსაციის თაობაზეც. ყველა დამნაშავე კანონის უმკაცრესი ზომით დაისჯება, უკრაინა მუდამ დაიცავს თავის მოქალაქეებს”
ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ზელენსკის ვიდეომიმართვა
შეგახსენებთ, უკრაინის ავიალაინერის ჩამოგდება სრული პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო.